Sunday, July 2, 2017

პროექტი-შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში


1პროექტის სახელწოდება
შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში
პროექტის იდეა
თემა :მცენარეთა მრავალფეროვნება ყვავილოვანი ბალახოვანი და ხე მცენარეები.
პროექტის აქტუალობა
ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა- გამოცდილების და უნარ- ჩვევების გამოყენება,რომელიც  მოსწავლეებს  ეხმარება  სამყაროს მთლიანობის აღქმაში.
პროექტის მიზნები
  • გარემომცველი  სამყაროს  შეცნობა
  • დაკვირვების,  აღწერის,  აღრიცხვის,  კლასიფიკაციის,  კომუნიკაციის,  მონაცემთა  ორგანიზების  უნარის  განვითარება.
  • საკუთარი  დამოკიდებულების  წერილობითი  გადმოცემისა  და შემოქმედებითი  უნარის  განვითარება.
  • თვითშეფასების  უნარის  განვითარება.
  • პრეზენტაციის  უნარის  განვითარება.
მონაწილეთა ასაკი
მეხუთე  კლასი,  საგანი--  ბუნებისმეტყველება
ვადები ხანგრძლივობა
6  დღე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებმა ნახეს რა გავლენას ახდენს სეზონური ცვლილება მცენარეებზე შექმნეს ჰერბარიუმები,ფოტომასალები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კალამი,  რვეული,  კომპასი,  ხელთათმანები,  ყუთი,  ფერადი  ფანქრები,  ფოტოაპარატი,  კომპიუტერი , ლუპა, პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები
აქტივობა  N1  ჯუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება. საორგანიზაციო საკითხების .მოწესრიგება.
აქტივობა  2.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას ნ. ნიკოლაძის სახლ- მუზეუმის  შესახებ ,რომელიც მდებარეობს მდინარე რიონის ხეობაში სოფელ დიდ- ჯიხაიშში რომ მუზეუმის ეზო წარმოადგენს პატარა ბოტანიკურ ბაღს.
აქტივობა 3 .მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს ბუნებაში ორიენტირების სხვადასხვა  ხერხს და თხოვს გამოიყენონ კომპასი.
.აქტივობა4. მოსწავლეები აგროვებენ მცენარეების ფოთლებს ,გირჩებს.ფოტოების გადაღება ხე,ბუჩქი და ბალახოვანი მცენარეების დახარისხება.
აქტივობა5. ჯგუფების მიერ შეგროვებული მასალის დახარისხება ჰერბარიუმის შექმნა ფოთლების ფერის შეცვლის მიზეზის ახსნა.მცენარის ნაწილების აღწერა და მათი ფუნქციების განსაზღვრა.
ქქტივობა6 .ნახატების, და აპლიკაციების,კოლაჟების დამზადება შეგროვებული მასალის გამოყენებით.
საგნებთან კავშირი
ბიოლოგია, გეოგრაფია ისტორია .
პროექტის ხელმძღვანელი
ნონა ვაშაკიძე.
ხლმძღვანელის ელ ფოსტა
vashakidze1951@gmail.com
ხელმძღვანელის ვებ.გვერდი
vashakidze1951.blogspot.com


No comments:

Post a Comment